ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა მოტორსის" გუნდმა პირველობა კვლავ არავის დაუთმო
18/09/2012


პრესრელიზი

18 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54

„თეგეტა მოტორსის" გუნდმა პირველობა კვლავ არავის დაუთმო

16 სექტემბერს  რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე  გაიმართა  საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ეტაპი წრიულ რბოლაში, სადაც პირველი ადგილი  „თეგეტა მოტორსის" გუნდიდან  მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა დაიკავა.

საქართველოს ღია ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი წრიულ რბოლაში შემდეგ კლასებში მიმდინარეობდა: Formula Alfa, Legends, GT, Touring.  ავტორბოლაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კომპანიის გუნდების წარმომადგენლებმა.

„თეგეტა მოტორსის" გუნდმა რბოლაში მონაწილეობა მიიღო GT კლასში.  საკმაოდ რთულ და დაძაბულ რბოლაში  ზურა ბეჟაშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

ზურა ბეჟაშვილი საქართველოს 16-გზის ჩემპიონია ავტორბოლის სხვადასხვა სახეობებში. ასევე, რუსთავის ავტოდრომის 9-გზის რეკორდსმენი და სამგზის ევროპის ჩემპიონატის ეტაპის პრიზიორი რალიში.

წაკითხულია: 2788